გზაზე


შარაზე,
ბილიკზე,
გაუკვალავზე,
მონაცვლეობით ვდგავარ ამ გზაზე.

ხანაც ადვილად წავა ცხოვრება,
ხანაც უკუღმა დატრიალდება.
ფეხს აუჩქარებ და მალე გახვალ, მაგრამ დროც მალე გადის ამასთან ერთად.
არც უდარდელი ხანი დგას ლოდად,
ისიც ტრიალებს და მიგვაქანებს.

ყველას გხედავთ, ჩემს გვერდით მავალთ,
ჩემს თანამგზავრებს, ყველას თქვენ გზაზე.
ხანდახან გადავიკვეთებით და 
ხანდახან ალბათ შევეჯახებით.

ნუ გადამაგდებ,
გვერდს ნუ ამიკრავ,
ხელი ჩამკიდე ან გამიძეხი,
სადაც გაივლი შუქი აანთე, ნუ ჩამაბნელებ. 
სამშვიდობოზე თუ კი გახვედი, ნუ მიმატოვებ,
მეც მომანიშნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი