ძნელია


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა კვლავ გული გტკივა,
კვლავ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება გლოვა,
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი