მე, შენ და ღმერთი
და ბოლოს მაინც ვიქნებით ერთად და ბოლოს მაინც ვიქნებით ერთი, შევხვდებით მეცხრე ცის ნაპირებთან, როგორც სამება - მე, შენ და ღმერთი... შემხვდები თეთრი ღრუბლების კაბით, მე კი შავ ნისლებს ჩავიცვამ მჯერა, და გადაღლილი უთქმელი ამბით მორცხვად შეხვდება ერთმანეთს მზერა რომ ბრბოს მივენდეთ განწირულ დროში, ბრბო კი ჩაქოლვით კი არ გვახელებს, უბრალოდ ის გკლავს როცა ამ ბრბოში ქვით ხელში ხედავ ნაცნობ სახეებს... მაგრამ მე მჯერა ვიქნებით ერთად, ჩვენ მაინც ისევ ვიქნებით ერთი, შევხვდებით მეცხრე ცის ნაპირებთან ბრბოთა ჯინაზე, - მე, შენ და ღმერთი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი