წვიმს
წვიმს... ასე წვიმდა მაშინაც მახსოვს. სულში წვიმს, თორემ გარეთ კი არა, წვიმს და ამ წვიმამ, რომელიც მახრჩობს, არა და აღარ გადაიარა, წვიმს და ეს წვიმა ახლაც ჯინაზე, აღარ მეშვება და ვიწყებ ხარხარს... წვიმს... წვიმა ცეკვავს ფანჯრის მინაზე, ნიშნისმოგებით რომ ჩემთან არ ხარ... გამოიდაროს როგორმე იქნებ, თორემ წვეთები იმ გულსაც რეცხავს, სადაც ვიფარებ კვლავ შენზე ფიქრებს, ვით ფრთამოტეხილ პატარა მერცხალს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი