გაფრენა მსურს


ფიქრებით სავსე პაწაწინა დამტვერილ ოთახს,
გამოვეცლები მზის ლოდინში დაღლილ სარკმლიდან,
ცას გადმოვიფრენ, რომ მოვცურდე შენს სამყაროსთან
ბავშვად ქცეული ამოგგლიჯო ცოდვის აკვნიდან...
შემოგახიო სამოსივით თეთრი ბოდვები
ტანთ სინანული გადაგაცვა მძიმე და ცივი,
რადგან რამდენჯერ ჩემს ფიქრებში განმეორდები,
იმდენჯერ თითო მარცვალს კარგავს სიცოცხლის მძივი,
და თუ სინანულს აღმოაჩენ საკუთარ მე-ში,
შეცდომას მხოლოდ სინანული აქცევს შენდობად,
ყველაზე ცუდი არის როცა სანთლებით ხელში
დგახარ და გული ამ სანთლებსაც აღარ ენდობა,
როცა ხვდები რომ სადღაც მოკვდი, სადღაც გათავდი...
და გეძინება ასე მიღლილს საოცარ ძილით,
არ შეუშინდე ყველა აღმართს მოსდევს დაღმართი
და ყველა ღამე გათენდება უთუოდ დილით...
მე კი, მე ვიცი ჩემს ფიქრებით სავსე ოთახში,
ამდენი ხანი რად ვტანჯავდი ამ ბოლო სათქმელს,
-მე მაპატიე, გაფრენა მსურს იისფერ ცაში,
ამ ერთ ჭიქასაც გადავკრავ და... მოვწყდები სარკმელს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი