გენიოს გია ყანჩელს


"ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს
და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს,
გეძახი არავინ არა მცემს ხმას,
ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს..."
სად გაქრი მაესტრო, სადა ხარ სად?
როიალს სიჩუმე აბეზრებს თავს,
ისედაც მაღალი ამაღლდი ცად
და შენი ყვითელი ფოთლები მკლავს,
ყვითელი ფოთლები მუსიკას მზას
სტოვებენ და თითქოს მიტკბობენ გზას,
ყვითელი ფოთლები იღებენ ხმას
და ყველა ჩურჩული აკორდებს გავს...
ყვითელი ფოთლები სტირიან დღეს
და სტირის წყვდიადში ჩამქრალი მზეც,
მორჩა და დამთავრდა რას ვუზამთ წესს,
ნათელი ამ ფოთლებს, ნათელი თქვენც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი