შევცდი
დავიბადე და შევცდი, გავიზარდე და შევცდი, ავმაღლდი მაინც შევცდი, მაინც ვერაფერს შევწვდი... გზები ქრებიან ნისლში, მზერას მიგუბებს ცეცხლი, ვწევარ საკუთარ სისხლში ვით ფიცის ჯამში ვერცხლი, ვის რა მოვთხოვო აწი, ან ვის მოგეცით რამე? ტანჯვად მექცევა თვალწინ ვიცი ეს ბოლო ღამე, მაგრამ რა ვუყოთ, ყველას, ჩვენ ჩვენი დაგვაქვს ბედი, ამიტომ არ გთხოვთ შველას ამიტომ არ მსურს მეტი! ბოლომდე ვუძლო ერთობ, სხვას ვეღარაფერს ვერ ვცდი, შენ მაპატიე ღმერთო, შენთან ხომ ახლაც შევცდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი