მიყვარხარ
შემოდგომაა, ცამ პალიტრა დაამხო ქვესკნელს, ხმელი ფოთლების შარიშურში მხოლოდ შენ გჩემობ და მწიფე ხილით დასვრილ ქუჩას მოვყვები შენსკენ რომ უფრო მწიფე მაგ ტუჩების გავსინჯო გემო, გაბრაზებ განგებ და ეს ბრაზიც გიხდება ვიცი, ამიცეცხლდები, მაგრამ მაინც ვერ იცვლი იერს, ხვალ მთაწმინდაზე უნდა დავდოთ მე და შენ ფიცი, რომ ერთმანეთი გვეყვარება ყველაზე ძლიერ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი