როცა უგონოდ გიყვარდა ღმერთამდე
თუკი სიყვარული მართლაც ომი არის მარტოობასთან უნდა დავზავდე როცა უგონოდ გიყვარდა ღმერთამდე დღეს ის ერთადერთი უბრალოდ დაკარგე ისევ შენს ნაკვალევს უნდა ავედევნო მზერა სავსე არის შენი აჩრდილებით ლექსებს დავწვავ და სავალ გზებს გინათებ რადგან სიბნელეში შენც და ჩრდილიც ქრებით სასმელს აყევით მე და ალკოჰოლი სიკვდილზე ფიქრი როდისღა ამეკიდა და თუ სხეულის გაყიდვას დააპირებ მე მხოლოდ შენი წმინდა სული მინდა იცი უკანასკნელ მათხოვრად ვიქეცი არა ფულს არა სიყვარულს ვმათხოვრობ ახლა რომ მითხრა "ერთხელ მეც მიყვარდი" ამ სიტყვით მთელი ზამთარი გამათბობ თუკი სიყვარული მართლაც ომი არის ორიდან ერთერთი უნდა დამარცხდეს დიდი ხანია მიცდის სიკვდილი არ მინდა კიდევ დამაგვიანდეს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი