ღიმილიც როგორ გაგისევდისფრდა
დღეს პოეზიას ასაფლავებენ ნაგავსაყრელზე და პროცესია შეუმჩნევლად შეერწყა ქუჩებს შენ მაინც იცი ახლა კოცნა როგორ სწყურიათ მარტოდ დარჩენილ სიცივისგან დახეთქილ ტუჩებს მოლოდინი მაქვს შენს ნაკვალევს შევხვდები სადღაც და კვლავ მომანდობ გასათბობად გაყინულ ხელებს შენით დატკბობის უკანასკნელი შეჩერდა წამი დროის სიმცირე რომ იცოდე უფრო მახელებს შენ ხასიათში მარტის სიგიჟემ და გაზაფხულმა დაიგვიანეს უჩემობა და ფოთოლთა კვდომა ო ღმერთო როგორ გასევდიანებს ბოლო ცოდვასაც ინანებს სული ყრუდ იქცა ღმერთი განზე გამიდგა არ გშვენის გლოვის შავი მანტია ღიმილიც როგორ გაგისევდისფრდა არავის ახსოვს ნაგავსაყრელი არც პოეზია განსვენებული დარჩება მხოლოდ შავი კალამი შენზე ფიქრებით გაწამებული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი