ქარი
რაც შეეხება ამინდს, ქარია... ჩემში მკვდარია ყველა სიწმინდე, შენი ფიქრები ისევ მცდარია, თითქოსდა სევდა შემოვირიგე. ოთახი ბნელი... მინის ბზარები მთვარის ნათებას ვეღარ აკავებს, გლოვის ფარდებზე არეკვლა სხივის ჩემს ყოფას გახდის უდრო ამაზრზენს. რისი თქმა მინდა კიდევ? ჰო... მართლა... გუშინ მესიზმრე გაშლილი თმებით, მიაბიჯებდი ქუჩაში ლანდად და სხვა გხიბლავდა ჩემი ლექსებით. ამ წერილს, ალბათ, მიიღებ კვირას, ამინდი ისევ იქნება ქარი, შენი ფიქრები ამიერიდან აღარასოდეს იქნება მცდარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი