და რა აზრი აქვს ტაძარში ლოცვას


არ გესმის, როგორ გიმღერი ლექსებს, 
შენც შეუერთდი გემზე თოლიებს, 
ძლივს მოვუკიდე ქარში სიგარეტს 
და შენზე ფიქრი შემიყოლიებს. 

დრო გავა, ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევი- 
ასეთი არის ჩემი ბუნება.. 
და რა აზრი აქვს ტაძარში ლოცვას, 
თუ სამოთხეშიც შეძლეს ცდუნება?!

ის მთები მაინც ისე შორია, 
ვერც ტალღა აღწევს ნაპირთან ახლოს, 
ხომ ვთქვი, რომ სამოთხეშიც ცდებიან,
დედამიწაზე ღმერთი კვლავ მწყალობს!

ისევ მომხიბლა სიკვდილზე ფიქრმა, 
წავალ და  ნისლებს შევესახლები,
ვიცი, ჩემს ლექსებს აკლია რითმა, 
ცას ვარსკვლავებად - შენი თვალები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი