არც მოგონებად შემომინახე
სახეზე ღიმილი თუ ირონია ამ წამს პოეტი ჩემში დამარხე ეცეკვებიან ცეცხლის ალს ლექსები არც მოგონებად შემომინახე გახსოვს ის ღამე რომ გავათენეთ სახელს ვარქმევდით თანავარსკვლავედს გეგონა პლანეტები გვჭორავდნენ გჯეროდა ვარსკვლავი შენ ბედს განაგებს მთელი ცხოვრება დაგსდევ ჩრდილივით რა ვქნა მაინც ვერ გამოგიცანი ასე შორიდან მწამს მხოლოდ შენი შენახარ მეცამეტე ნიშანი ჰქრიან ქარები უმისამართოდ წვიმის წვეთები სევდას მმატებენ მძულს ვარსკვლავები რადგან ძვირფასო ჩემიდან წასულს გზას გინათებენ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი