ჩემი ცხოვრება უჩემოდ გადის


ვხატავ ჰორიზონტს შავთეთრ ფერებში 
ზღვისფერ თვალებში მზე როგორ ჩადის
ვერ ვიტევ კვამლით გაჟღენთილ ოთახს 
ჩემი ცხოვრება უჩემოდ  გადის 

ისე მტანჯველად მივყვები შენ ჩრდილს
როგორც დაჭრილი ცხოველი აღმართს 
ჯერ არ დაწერილ ურითმო ლექსთან 
კვლავ გავაგრძელებ უაზრო კამათს 

ალბათ ჩვენსავით შეერთდებიან
მოწმენდილ ცაზე შავი ღრუბლები
გაგიწვიმდება ღმერთის ცრემლები
მტკივა რომ ჩემთან არ მეგულები 

თავს მოვიბეზრებ ფუჭი ოცნებით 
ლექსებს ღალატი არ შევარჩინე 
მე ვეშვებოდი დედამიწაზე
და შენ სიცოცხლეს გადმარჩინე 

ირგვლივ გოდება ისმის ქარების 
უკანასკნელი და შემზარავი 
სამოთხე ბნელი შენ კი ძვირფასო 
ცას მოწყვეტილი ბოლო ვარსკვლავი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი