..........


თუ განკითხვაა, ჩემით დავიწყოთ, 
უბიწო ცოდვებს ფარდა ავხადე, 
მე შენ გეძებდი ღამის წყვდიადში 
და საკუთარი ჩრდილი დავკარგე.

შენი სხეულის ყველა ჭრილობა,
იმ ჯვარს სტკიოდა, რომელზეც გაცვეს! 
ნუ დააბრალებ იუდას ცოდვას, 
შენ თავად შენმა გრძნობებმა გაგცეს.

თავი დახარე, სული განტევდა...
გლოვის ცრემლებით ტყდებოდა ღამე! 
მითხარი, ღმერთო, რა აზრი ჰქონდა?
რატომ, რისთვის, ან ვისთვის ეწამე?!

შენ რას გაუგებ ადამიანებს, 
ვერ ხედავ, სამოთხიდან გარბიან,
ოცდაათ ვერცხლად კი არა, უფალო,  
მეორედ მოსვლისას ვალზე გყიდიან!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი