თუ თავად ღმერთი არის ცოდვილი


შენმა ღიმილმა მასწავლა ლოცვა 
მინდა ყოველდღე ღამეს გითევდე 
რამხელა ტკივილი წაიღო ცრემლმა 
თვალის ჭრილიდან ტუჩის კუთხემდე  

ვითვლი ვარსკვლავებს და შენგან წყენას 
სულის იარა ვერ გავამთელე 
მე შენ ეზოში მწვანე ბალახი 
შენ უთვალავჯერ რომ გადამთელე 

მაშინებს ჩარჩო ფოტოს გარეშე 
უციფერბლატო რეკავს საათი 
ალბათ ის დროა ხელი ვკრა სხეულს 
გამოვუცხადო პაიკს შამათი 

ღამის სიბნელე მითუფრო მძაფრავს
ერთად მოუნდათ დაწყვეტა ნერვებს 
თუ თავად ღმერთი არის ცოდვილი 
მე შენ სიყვარულს ვინ მიმიტევებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი