ეგ თვალები მკარნახობენ ლექსებს
დღეს თუ არა, ხვალ ხომ მაინც მოვა წვიმა?! ჩამისახავს გულში მცირე იმედებს, ჩვენ ორს შორის დამნაშავე, ალბათ, დროა, რომ მიდის და სიკვდილისთვის მიმეტებს. ვიცი, სადღაც ერთდებიან გზები... ვეღარ ვლახავ წყეულ ფიქრთა მეწყერს, თუ კი მკითხავ: "საიდან წერ ამდენს?"- ეგ თვალები მკარნახობენ ლექსებს. შუაღამეს გასცდნენ უკვე ისრები, მთვარის შუქი გაგიბრწყინებს ჭორფლებს და იმ კოცნას, შენ რომ გადაგავიწყდა, ეგ ტუჩები მუდამ იმახსოვრებს. დაჭრილ სულის ამიტანეს ტკივილებმა, სასთუმალთან სიკვდილის წინ შენ ერთს გიხმე. ლექსში მაინც გვიწერია ერთად ყოფნა, შენ-მუზად, მე-გარეჯელად გავირითმე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი