მარტოობაში კვდება პოეტი


თუ კი ჩაიმსხვრა ჩვენ შორის ხიდი 
დგახარ კიდესთან სიცოცხლეს ვერ ძლებ
მომენატრები ისე უღმერთოდ 
და  ჩემს ურითმო ლექსებში გეძებ

ხშირად საკუთარ ჩრდილს ვემალები 
მცნებებში ვეძებ ჭეშმარიტ სიტყვებს 
მე სიკვდილამდე ისე გელოდი 
ვით უსინათლო მზის პირველ სხივებს 

ფუჭი ოცნებით გავცდი ჰორიზონტს 
უიმედობა ბედთან რიგდება 
არ მსურს სიცოცხლე რადგანაც შენში 
მე ჩემი თავის მიჭირს მიგნება

ფერი იცვალე გაუდაბნოვდი 
გულის სიღრმეში გრძნობ გრძნობებს სხვაგვარს 
რომ ვერ იშუშებ სულის იარებს 
რომ დაემსგავსე გაძარცვულ ტაძარს 

დაბერავს შენი თმების სურნელი 
გამტაცებს ლექსის მიჭღაბვნის სურვილს 
მტვერი დაედო ყველა სიწმინდეს 
ვადა არ გასდის შენს ნათქვამ ტყუილს 

ისევ დავმარცხდი ღმერთთან დუელში 
ვერცხლია შენთვის ყველა საზომი 
მარტოობაში კვდება პოეტი 
უშენო წამებს ითვლის წამზომი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი