ნოტები


გაწვიმდა, როცა გიწერდი ამ ლექსს 
სველ ფრინველებსაც ვერ იტევს ტოტი.
ისევ ამღერდი სხვისი ლექსებით, 
კვლავ არასწორად აიღე ნოტი. 

თითქოს შენი ხმით გალობდა ღმერთი,
დაღლა შეეტყოთ გიტარის სიმებს. 
და სწორედ ახლა არის ის წამი, 
როცა დუმილი ჯობია სიტყვებს.


წამით გიტაცებს სხვა მელოდია 
მე რომ გიმღერე მასავით მსგავსი 
გაკრული ხელით მიაწერ ქაღალდს 
დო, რე, მი-ყვარხარ ფა, სოლ, ლა, სი.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი