პოეზიის და პროზის ორგია
შეხედე როგორ ერწყმის ერთმანეთს პოეზიის და პროზის ორგია ღამე წააგავს გადაღლილ მლოცველს უშენოდ მთელი სამყარო მორგია ჩამსხვრეულ ხიდზე მომიწევს გავლა ამ ჯვარის თრევა მითუფრო მიმძიმს ძნელია წამით გაძლო სიცოცხლე თუ თავად ღმერთი გიბიძგებს სიკვდილს მინდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩვამდე უიმედობის ქრება ლამპარი რომ დღეს მოდაა მორწმუნეობა რომ საროსკიპოდ იქცა ტაძარი მეუფლებიან უცხო განცდები ბოლო წამებიც ლექსად გავლიე უფალო სანამ მე განმიკითხავ შენი ცოდვები მოინანიე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი