შემოდგომდები


აღარ მსურს ხილვა ფოთოლთა კვდომის 
მახსენებს თავს და უფრო ვღონდები 
ვერ მალავ სევდაშეპარულ ღიმილს 
ძვირფასო ნელნელა შემოდგომდები 

მღლიან წვიმები უშინაარსო 
უფრო დადუმდნენ ართქმული სიტყვები 
როგორც გრიგალი აშიშვლებს ჭადარს 
მჯერა რომ ჩემთვის შენც გაშიშვლდები 

ჯანდაბას მერე გაგვკიცხოს ღმერთმა 
გალობა თუნდაც მიჰგავდეს ბოდვას 
ვიცი არასდროს მოვინანიებთ
ღამეულ ვნების უნებურ ცოდვას 

ნისლისფერ ღრუბლებში ილევა მთავრე 
ვგრძნობ მასთან ერთად როგორ ბინდდები 
წელზე მოგახვევ ღრუბელთა საბანს 
და ჩემს მკლავებში დამიზამრთდები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი