რომ გითხრა ღმერთო ფეხზე მკიდიხარ


მე ამოცლილი ნეკნი კი არა 
ის გული მტკივა რომლითაც გენდე 
ცხვირწინ მიხურე სამოთხის კარი 
და გზა მიჩვენე ჯოჯოხეთამდე

სამოსელ პირველს გაურბის სული
ლეღვის ფოთოლით ვმალე სირცხვილი
ისევ აყვავდა ედემში ვაშლი
ზოგჯერ უკვდავსაც მინდა სიკვდილი

ცრემლში ერევა წვიმის წვეთები 
შენი სურვილის მიჭირს შელევა 
თავად უფალსაც აღარ სწამს თვისი
გველის ტყავს ამაყად მოისხავს ევა

ყველა სატანჯველს ავიტან რწმენით 
ედემის ბაღში ამაყად შეგხვდე 
რომ გითხრა ღმერთო ფეხზე მკიდიხარ 
რომ სიყვარულით კვლავ მინდა შევცდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ეს ლექსი არის მკრეხელობა თავიდან ბოლომდე. ყველასადმი და ყველაფრისადმი აგდებული დამოკიდებულება არ შეიძლება. ვინმემ დედაზე რომ გითხრას კაცს ცუდი და შეურაცხმყოფელი, რას ეტყვი, შენს თავისუფალ აზრს პატივს ვცემო???? თუ თავს გაუტეხავ?
ქრისტიანისთვის ღმერთი დედაზე და ყველა სხვა ადამიანზე მაღლა დგას და თუ დედის გინებას არ აპატიებ ადამიანს ღმერთის შეურაცხყოფა, თან ასე აშკარა შეურაცხყოფა არ არი მორწმუნე ადამიანების შეურაცხყოფაც?

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი