მარტოსულობით ვბაძავ პოეტებს
ოთახი სავსე კვამლით და ფიქრით, არ მყოფნის სივრცე, ფრთები გავშალო, კედელზე ფრესკად ქცეული ფოტო მსურს ერთი ხელის მოსმით წავშალო. დაუსრულებელ ვბოდავდი ლოცვას, როცა ლექსებში გარდავიცვალე, მე ყველა წვიმის წვეთს დაგიბრუნებ- ღმერთს რომ ცრემლებში გადაუცვალე. სიცივე უკვე ძვლებამდე ატანს, ამ წამს ხელიდან დამისხლტა რწმენა, უნდა გამოგიტყდე აჩრდილს გრძნობებში, თორემ არ ძალმიძს მეტის მოთმენა. ჯერ არდაწერილ შევცოდავ ცოდვას. აღარც ლექსების ვიღებ შენდობას, აზრი სიცოცხლეს მაშინ აქვს მხოლოდ, პაიკის გამო თუ სწირავ დედოფალს. მარტოსულობით ვბაძავ პოეტებს, რად უნდა მწამდეს, ან თუნდაც, ვისი?! ახლა კამათი მქონდა ჩემს ლექსთან და მიხვდა, რომ არ არის წაკითხვის ღირსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი