პოეტები ხომ ასე კვდებიან
თუ არაფერი არ გაქვს სათქმელი კარები ნელა ჩუმად დახურე რომ საბოლოოდ მშთანთქოს სიჩუმემ რომ მარტოობა დავიმსახურე ჯერ არ ჩასულა მზე მთების იქით მაგრამ თვალებში მაინც ბნელდება იქნებ ოცნებით დროს გავუსწარი და სული სხეულს აღარ ნებდება ქარები ამსხვრევს დაბზარულ მინებს მოგონებებსაც ედება მტვერი ვერც ჯვარზე გაკვრა ვერ დაგამარცხებს თუ შენი თავის შენ არ ხარ მტერი მეუფლებიან ზოგჯერ შიშები ღიმილიც როგორ დანაღვლიანდა მთელი ცხოვრება მელოდებოდი მე მოსვლა მაინც დამაგვიანდა შენ შორი ახლოს ჩემ აჩრდილს ვხატავ ფერებიც ნელნელა გახუნდებიან სიცოცხლეშივე ვიმკი ჯოჯოხეთს პოეტები ხომ ასე კვდებიან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი