თვალი შეჩვეული ცრემლებს


ისევ სიმარტოვის სევდა 
ფიქრი ეხეთქება კედლებს 
ღიმილს აღარაფრად აგდებს 
თვალი შეჩვეული ცრემლებს 

ყველა საიდუმლო ვიცი 
თეთრად ნათენები ღამის 
აწმყო სცენარია ალბათ 
რაღაც კომედიურ დრამის 

ხელზე ლურსმნის კვალი შერჩა 
ჩვენი სიყვარულის მწერალს 
შენ სხვა როლს თამაშობ სხვასთან  
მე კი ერთი მსახიობის თეატრს

სასმლით გავიბრუე თავი 
ნეტავ ხვალ თუ მოვალ გონზე 
ისევ უარს მეტყვი ვიცი 
შენი პარტნიორის როლზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი