წვიმდეს რა უჭირს
მანძილი ჩვენ შორის ერთი კოცნაა და მაინც მიჭირს დაწყება საუბრის შენ არღვევ დუმილს შეხედე გაწვიმდა მე გულში ვფიქრობ წვიმდეს რა უჭირს თითქოს რაღაცის თქმა უნდათ თვალებს ვეღარ გგრძნობ ხელები განზე გავწიეთ სიყვარულითვის მე და შენ თავი მხოლოდ ჭადრაკის დაფაზე გავწირეთ შენ ბავშვურ ღიმილში იფეთქებს აპრილი დაგვიანებულ მგზავრს წვიმა ასველებს უფრო მცირდება სიცოცხლის საზღვარი კოცნის სურვილი აღარ მასვენებს ამბობ ნახვამდის ცრემლმორეული თითქოსდა უცხო სულ სხვა ქალის ხმით ჩვენ სიყვარულში ახლა დავმარცხდით ჭადრაკის დაფაზე ვამთავრებთ ყაიმით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი