"მარტოსული"
არ ვიცი და ნურც მკითხავთ,ახლა ამ ლექსს რატომ ვწერ. განვიახლებ ჭრილობებს და გვამივით მშვიდი ვარ. 'მარტოსული' ჩემ ყოფას ერთი სიტყვით აღგიწერთ. გთხოვთ, ღმერთს ნუღარ მიხსენებთ მასაც ფეხზე ვკიდივარ. საკუთარ თავს ლექსებით უფრო მეტად ვიზიზღებ. მაინც მინდა მივიდე, სადაც აღარ მიცდიან. მოვუკიდებ სიგარეტს, მერე შენზე ფიქრები... სასიკვდილოდ გასროლილი ტყვიასავით მიჰქრიან. ვგრძნობ, ძარღვებში როგორ მდორედ მეყინება სისხლი. ნისლი ისევ დამიბინდავს ბრმა თვალების ხედვას, მე შენამდე, ისევე შენი გზებით ვივლი... და ჯანდაბას, ამ ლექსსაც "უშენობა" ერქვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი