სიბერე
ქარი დადუმდა, ფიფქებმაც იკლო, ლექსს დასაწერად ვეღარ ვიმეტებ, მიყვარხარ, თუმცა არ ვიცი, რატომ ჩემთან ხარ... მაგრამ ვეღარ გისხენებ. არ გავურბოდი შავბნელ ღამეებს , სულში მატყვია ყველა სიძნელე, თვალებს ვხუჭავ და ახლაღა ვხვდები, სიკვდილის ლოდინი არის სიბერე. გიყურებ, ურცხვად გიკითხავ ლექსებს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მჭირდები... უფრო მიზიდავს მაგ შენი სახის დამჭკნარ ნაოჭთა ლაბირინთები. ქარი დადუმდა, ფიფქებმაც იკლო, ლექსს დასაწერად ვეღარ ვიმეტებ, მიყვარხარ, თუმცა არ ვიცი, რატომ ჩემთან ხარ, მაგრამ ...ვეღარ გისხენებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი