უღმერთოდ
კვლავ უმთვარო ღამეა და საათიც გაჩერდა დროს კი არა, საერთოდ, ვერაფერს ვგრძნობ უშენოდ. შენს მაგივრად, ყველა ცრემლს, ჩემი ჩრდილი ამჩნევდა, ახლა უფრო მეტად მწამს ღმერთის, ასე... უღმერთოდ ! ...რომ ოცნების ფერები კიდევ უფრო გახუნდა, ისევ ლექსებს ამოვიღებ სასიკვდილოდ, მიზანში, გაიღიმე, რომ მივხვდე- გაზაფხული დაბრუნდა! მარტოსული ბავშვივით აღარ ვიდგე წვიმაში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი