უსმინე ცრემლებს


შენს გამო დავთმობ, ყველაფერს დავთმობ, 
ურითმო ლექსებს და სულსაც ვყიდი, 
შენგან რა მინდა? -მცირედი სითბო,
პატარა,მაგრამ სიკვდილზე დიდი...

მე მინდა შენში ვხედავდე ფერებს, 
ქარს ტკივილები თან მიჰყვებიან,
თუ ატირდები, უსმინე ცრემლებს, 
ცრემლები'ც რაღაც ამბავს ყვებიან .

თავს მოვიტყუებ წარსულზე ფიქრით, 
გულის იარის ვითვლი ნაკერებს, 
ადამიანს ხომ წლები კი არა,
მოგონებების სევდა აბერებს. 

შენს გამო დავთმობ, ყველაფერს დავთმობ,
ვიცი, არ მოხვალ და მაინც ვიცდი, 
შენგან რა მინდა? -მცირედი სითბო, 
პატარა, მაგრამ სიკვდილზე დიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი