ანემია


ჩემამდე ალბათ შეხვდები სხვასაც, 
უაზრო ფიქრი სულ თანმდევია. 
შენ ტკივილს ვეღარ უყვები ზღვასაც 
რომ  სიყვარულის გჭირს ანემია. 

ცარიელი ხარ როგორც- სამოთხე 
არ მჯერა ღმერთი თუ ასე ინებებს.. 
მშორდები როგორც- წამზომი ციფრებს, 
შენ სისხლს კარგავ და მე კი იმედებს. 

ძარღვები ჰგვანან ტირიფის ტოტებს, 
თავს რომ უხრიან მზეებს ივლისის.
და ნაკლებობას სისხლის კი არა,
განვიცდი მხოლოდ შენი ღიმილის. 

ჩემს მერე ალბათ ღმერთსაც  შეხვდები..  
რამდენი ცოდვა დაგნანებია? 
ნუ დაიმორცხვებ, ჩვენი რა ბრალი?
თუ სიყვარულის გვჭირს ანემია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი