უსახელო ქუჩა
გამჭვირვალე ნისლს უმისამართოდ ვფანტავ ბგერებით.. და როგორც იქნა, ქარი ჭადართან საუბარს ბედავს. ჩვენ მივუყვებით უსახელო, წვიმიან ქუჩას ქუჩას, რომელსაც ახლა ჩვენი ჩრდილები კვეთავს. გზაჯვარედინთან ვიღაც უცნობი ჩემ ლექსებს ჰყიდის ამ დღეს ჩვენ არა, ჭადარი და ქარი შერიგდნენ. ბრბო კვლავ ირევა, თოთქოს ყველა არსაით მიდის სული წამძლევს და ჩემივე ლექსს თავად შევიძენ. ბოლო არ უჩანს, უსახელო, წვიმიან ქუჩას, ღამენათევი ლამპიონიც დანაღვლიანდა. ჩვენ მივდიოდით.. ერთად, მაგრამ სხვადასხვა გზებით.. შენსკენ მომავალ ტრამვაიზე დამაგვიანდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი