ჭორი


თეთრი ღამეების ჩრდილში,
სადღაც,სიყვარული თვლემდა. 
შენზე ისევ დადის ჭორი, 
თითქოს საყვარლად გყავს სევდა. 

უცხო სინანულის განცდას, 
ვნებას, სხეულს აღარ უთმობ.
შენზე ხმები დადის ხალხში,
სიმარტოვესთან რომ მრუშობ.

სწირავ უცოდველ თავს.. რისთვის? 
ბრბო კი ისევ გესვრის ტალახს. 
ღმერთიც ვერ იჯერებს თითქოს,
რაღაც არარსებულ ღალატს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი