გახუნებული ზედა


უცხო ფიქრების რიგი,
უმისამართო ქარი. 
შენ განშორება გსურდა, 
და მეც აგიბი მხარი. 

ოთხის თხუთმეტი წუთი, 
ყელში მომდგარი ბოღმა.
შენ შემოსილი შავით,  
მე დაკარგული ნდობა.

შიში საკუთარ ჩრდილის, 
დროის გაყვანა წერით.
ისევ შეგხვდები სადმე 
გახუნებული ზედით.

ეზოში შენი ლანდი 
ამოეფარა ჭადრებს.
წვიმაში მდგარი ბავშვი,
ბურთი კვლავ 
მიმსხვრევს სარკმელს.

სევდა მშიერი ძაღლის, 
ქუჩა მსუბუქი მტვერით.
გადაგეყრები სადმე 
გახუნებული ზედით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი