ვბედავ სუიციდს
მე დაგანახებ გზას რომელიც არსაით მიდის მე დაგანახებ ღმერთს რომელსაც სწამს უღმერთობის ახლა უშენოდ სუნთქვა კი არა სიკვდილი მიჭირს ვბოდავდი ლოცვას დაუწერელ ლოცვას შენდობის პირველს აკლია ოცი წუთი მზე უკვე ჩადის შენი აჩრდილი შუქნიშანზე ჰორიზონტს კვეთავს ჰყეფენ ძაღლები სამათხოვროდ გამოსულ უფალს ცარიელ ოთახში ჩემი თავის დავიწყებ ძებნას ურწმუნოების ექვს ნომერთან ქუჩის კუთხეში შავი როვერი ქერათმიან ქვრივს ისევ უცდის აკვიატებულ სიძულვილი არაფრის მიმართ ქვეცნობიერში მეათასედ ვბედავ სუიციდს თავად ვიარე გზებზე რომელიც არსაით მიდის ჩემში ყოფილა ღმერთი რომელსაც სწამს უღმერთობის ეს მე ვიყავი ქერათმიან ქვრივს რომ ვუცდიდი.. ცარიელ ოთახში ჩემი თავის დავიწყებ ძებნას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი