sólo tristeza
მოგონებებიც უკვე შორია, აქ ხომ ფერებიც ფერებს იცვლიან. და როგორც ზეცა-ცარიელი ვარ Hola, buenos días ტიციან. პიკასოს ქუჩის თეთრ მარმარილოს დაჰყვება ლანდი ნაცნობი ქალის. en tus pinturas, sólo tristeza ვემშვიდობები სალვადორ დალის. გულის სიღრმეში ვიგონებ შენს ხმას ისევ შეგხვდები? აღარ მგონია. შეშლილი სახით ხატავდა "ჯვარცმას" Buenas noches,viejo გოია . ყველა სიწმინდეს წაშლიან ჩემში, ქვიანი მთების ცხელი სიონი. Sólo quedará, una pequeña viga, პოეზია და გალაკტიონი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი