თეთრი ჰორტენზია


საათს ვაჩერებ და დროში ვიკარგები,
ღამე ჩემებურად გამაქვს პოეზიით.
შიში არაფრის და თუ კვლავ მომესწრები,
სხეულს შეგიმოსავ თეთრი ჰორტენზიით.

დროში გამრუდებულ უცხო რეალობას,
ვითმენ,უღმერთობას ფერთა ქარაგმებით.
ოთახს ვანიავებ ჩემი აურისგან,
სიკვდილს ვიხანგრძლივებ ბოლო ნაფაზებით.

ყავა უნალექო, მძაფრი ნესტის სუნი,
ფიქრი სუიციდზე ვეღარ დამამშვიდებს.
ახლა არავის და მხოლოდ შენ გეკუთვნი,
რაღაც ლოცვას ვბოდავ,
ღმერთიც თვალს მარიდებს.

წყვდიად სიბნელეში კედელს ბზარებს ვუთვლი,
წვიმა ახმაურდა მეცხრე სონეტივით.
ყავა უნალექო, ბოლო ნაფაზები 
ღამე ჩემებურად გამაქვს პოეზიით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი