მაკლიხარ, როგორც თებერვალს - ერთი დღე
მინდიხარ,როგორც უდაბნოს წვიმა, როგორც ძველ ნახატს - ფერთა შერევა, თუკი სამყაროს შეხედავ შორიდან, მას შენი კოცნის კვალი ემჩნევა. დაგკარგე, როგორც ქარში ფოთლები, დროა, უკუღმართ ბედთან შევრიგდე... გარბიხარ, როგორც საათზე ისრები, მაკლიხარ, როგორც თებერვალს - ერთი დღე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი