დამხატე
დამხატე ისეთი, როგორიც გახსოვარ, დამხატე თვალებთან გაცრეცილ ჭორფლებით. ყველა ფერისგან ხომ მაინც მარტო ვარ დამხატე, სანამ ერთმანეთს მოვრჩებით. დამხატე ხვეული თმებით და შიშველი, დამხატე ყველა ჩემი სირცხვილით. დამხატე, თითქოსდა ბოლოჯერ მტკიოდე, დამხატე სევდა შეჩვეულ ღიმილით. დამხატე სულის და სხეულის საზღვართან, დამხატე ჩემივე სისხლიან ცრემლებით. დამხატე — ჰო, თუნდაც იმის იმედად, რომ ამ ქაოსში მაინც შევხვდებით. დამხატე ტაძრის წინ გადაღლილ მლოცველად, დამხატე, თუნდაც ურითმო ლექსებით. დამხატე, თითქოსდა შენსკენ მოვრბივარ — ჩასახუტებლად გაშლილი ხელებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი