გალაკტიონი და მერი


თითქოს წამი მაშორებდეს სიკვდილს,
თითქოს დროსაც გაუხუნდა ფერი.
ერთხელ მაინც მინდა ისე გწამდე,
როგორც გალაკტიონს სწამდა მერი.

რახანია მიწარსულა ღმერთმაც,
ჩემ ლექსებსაც მოსდებია მტვერი.
მინდა ერთხელ ის ტკივილი ვიგრძნო,
გალაკტიონს რომ სტკიოდა მერი.

ხომ დამპირდნენ ეგ ტუჩები კოცნას
და თვალების მზერა — ალმაცერი…
იცი, თურმე იმ დღეს ჯვარის აყრას
გალაკტიონსაც დაჰპირდა მერი.

არ გიხდება გერქვას სხვისი ქვრივი,
თვალებს გიფარავდეს გლოვის ფერი…
სიყვარულში ჩვენც ისევე დავმარცხდით,
როგორც გალაკტიონი და მერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი