რა ღირს თქვენი სიყვარული, ქალბატონო?


რა ღირს თქვენი სიყვარული, ქალბატონო?
მხოლოდ დღეს და მხოლოდ ერთი ღამით
წაგიკითხავ ჩემ ურითმო ლექსებს 
მერე, მაგრად ჩამეხუტეთ წამით.

შენი სახე — დახატული ფუნჯით,
და ეგ მზერა, თავს რომ მაკარგვინებს…
შენში ვხედავ ჩემი სულის ნაწილს,
შენ თვალებში — ქალწულ მაგდალინელს.

იღიმები… პოეტი ხარ, ნუთუ?
იქნებ თავი მაგრძნობინო ქალად…
წამიყვანე ჰორიზონტის მიღმა —
ამ ერთ ღამეს გამოგყვები ვალად.

ნუ დაუცდი გათენებას — წადი,
ნუ მოუსმენ ჩემ უაზრო ბოდვას.
მიადგები რომელიღაც ტაძარს,
არ ჩადენილ ინანიებ ცოდვას.

ლექსს ვუკითხავ გაყვითლებულ ჭადარს,
თავს ვიკლავ და ნებაც აღვასრულე…
დამავიწყდა ბოლოს წინა სტროფი,
დამავიწყდა — და შენ დაასრულე.

ვერ გიცანი მონაზონის კაბით…
ასე როგორ გაგიმეტეს წლებმა?
დარცხვენილმა მოიყარე მუხლი 
და ტუჩები დაგისველა ცრემლმა.

შენ? -ჰო, ჩუმად არაფერი არ თქვა.
ჰო, შენს გამო დრო ჩავრივით მათრევს…
ჰო, წარსულის ვალი დაგრჩა ჩემთვის 
ღამით წაკითხული ლექსი გმართებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი