ყაიმი
– გამარჯობა, შეუკვეთავთ რამეს? – გამარჯობა, დიახ, ორი ყავა. მერე მზერა ისევ შენ ღიმილზე… და ტუჩებზე ჩემი კოცნის ლაქა. – თავს როგორ გრძნობ? კვლავ არ გეყო ძილი? მომიყევი უფრო მეტი შენზე. (იღიმი,და თვალს აპარებ დაფას) – ჩემი სვლაა… მხედარი ც6-ზე. წამიერი აფეთქება ვნების… შენთან ერთად დროც რა მალე გავა. წვიმის თქეში და ასფალტის სუნი… – უკაცრავად… აი, თქვენი ყავა. – დარჩი ჩემთან, თუნდაც მხოლოდ ლექსად, რომ დავძლიოთ ერთად ყოფნის შიში. მაპატიე… მგონი, ჩემი სვლაა – დედოფალი ე3-ზე და ქიში. – კარგი… იცი, ჩემი წასვლის დროა. ნუ ავყვებით არარსებულ კამათს. ვერ ვიქნებით ერთად და ვერც ერთნი… ვერ ავცდებით გარდაუვალ შამათს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი