რა ძნელია, რომ ვერ მიხსენებ


ახლა, ჩვენს ბაღში, კესანები უნდა ყვაოდნენ.
დამჭკნარ ხელებით თმას გიწნავდე ხვეულს, გაწეწილს.
გარეთ თოვდეს და თენდებოდეს დეკემბრის დილა,
ასე ვითვლიდეთ უკანასკნელ წამებს, დარჩენილს.

დაგიკოცნიდე ყველა ნაოჭს დამჭკნარ სახეზე,
სიცოცხლით დაღლილ შენ ბავშვურ ღიმილს ისევ ვიჯერებ.
გიყურებ, როგორც ღვთისმშობლის ხატს, ბოლო მლოცველი,
და რა ძნელია, რა ძნელია, რომ ვერ მიხსენებ.

ახლა, ჩვენს ბაღში, კესანები უნდა ყვაოდნენ.

გარეთ თოვდეს და თენდებოდეს დეკემბრის დილა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი