მთვარე
მთვარე მთვრალია და თანაც მთვარეული. ფიქრში, საათივით, ისევ გადამწიე. მჯერა — იმ ტყუილის ჯერ რომ არ გითქვამს, და ჩემდა უნებურად უკვე გაპატიე. ღამის ნამსხვრევებით სხეულს ვისერავ და, ასე უშენობა ჯერ არ მდომებია. ყველა თეთრი ლექსი, რაც კი დაგიწერე, ჩემი თვითმკვლელობის მოგონებებია. ზამთრის ჭირისუფლად ისევ შეგხვდები და, ირონიულ მზერით ისევ დამიმონებ. ნეტა, ყოველი დღე შენთან გამითენდეს; მერე, ხვეულ თმებს ხომ აღარ დაისწორებ? მჯერა — იმ ტყუილის ჯერ ჯომ არ გითქვამს, და ასე უშენობა ჯერ არ მდომებია. მთვარე მთვრალია და ყველა გაელვება. ჩემი თვითმკვლელობის მოგონებებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი