შეჩვეული სევდა


არ დამივიწყო: შეჩვეული მეძახის სევდა.
მინდვრად კესანებს სტკივათ ჩემი ნაფეხურები.
ვიცი, რომ მოხვალ — უკანასკნელ ტკივილად სულში.
ვიცი, რომ მოხვალ, მოხვალ, მაგრამ არ დაბრუნდები.

ძალა აღარ მაქვს; უფსკრულისკენ ხელი ვკრა სხეულს.
უშენო ღამე, სიკვდილზე ფიქრით გასატანია.
რომ შენი კოცნა ერთხელ თვალებიდან დავიწყე.
ტუჩებს სულ ერთი წამითაც კი არ უნანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი

ლექსი აგებულია abcb რითმული სქემით , როდესაც ამ სქემას ვხმარობთ რითმა უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე და ეჭვის გარეშე დაწერილი.პირველი სტროფი სადაც არის სტრიქონი "მინდვრად კესანებს სტკივათ ჩემი ნაფეხურები." თუმცა პოეტურად ღერს ,ამოვარდნილია კონტექსტიდან და ეს მეტაფორა აშკარა მიანიშნებს რომ დაწერილია რითმის გამო, რომ გაერითმოს სიტყვა ""დაბრუნდები"" მეოთხე სტროფს.მეორე სტროფში რიტმის ნაკადი სუსტდება განსაკუთრებით მესამე სტრიქონიდან და გამოთქმაც საკმაოდ კლიშეურია და ნაკლებად პოეტური.რაც შეეხება ზოგადად ლექსს ეს თემა ლიტერატურაში გადაღეჭილია .მეტაფორები არის კლიშეური და ნაცნობი.მიუხედავად ლექსის მხოლოდ ორი სტროფისა შეიმჩნევა ამგვარი სისუსტეები.

ლექსი სულ 2 სტროფიანია და ბოლო ორი სტროფი რომელია, კომენტარის ავტორო? ჯერ სტროფისა და სტრიქონის გარჩევა ისწავლეთ და კრიტიკოსობაზე თავი შემდეგ გამოიდეთ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება...სასვენ ნიშნებზე არაფერს ვამბობ.

როდესაც სწრაფად ვწერ და აზრს გამოვთქვამ, ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, აზრი მთლიანად გასაგები იყო. ჩემი მექანიკური შეცდომები ობიექტურ ანალიზთან არაფერ შუაშია. ლექსს ის ხარვეზები, რაც აქვს, ჩემი ტექსტის პუნქტუაციის ან მართლწერის გამოსწორებით არ გამოსწორდება, არამედ გადააზრებით და შემდგომი მუშაობით.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი