ნაფეხურები


თოვს — და ვიცი, რომ ჩემ ნაჩუქარ, დამჭკნარ კესანეს
გაყინულ ხელებს აფარებ, და ასე ინახავ.
დღეს, ჩემს ლექსებში, უეჭველად ვიცი — მოვკვდები,
და დარჩენილ წლებს სიცოცხლისთვის შენ შეგინახავ.

ფერი გასვლიათ აივანზე ქოთნის ყვავილებს;
მხოლოდ ჩვენ შორის ჩამდგარ ღმერთს თუ დავემდურები…
ნეტა გაწვიმდეს — რომ ცოტახნით მაინც შემორჩეს
ჩემი საფლავის მიწას შენი ნაფეხურები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი