ახლა როგორ ხარ?


ახლა როგორ ხარ?
სული ისევ გტკივა?
ღამით ისევ ფიქრობ სიკვდილზე?..

ახლა როგორ ხარ?
ისევ მარტოსული -
ისევ გეტირება ღიმილზე.

ახლა როგორ ხარ?
აღარ გესიზმრები,
ჩემგან ისევ ელი წერილებს?...

ახლა როგორ ვართ?..
ფიცი დავარღვიეთ-
ჩვენმა ჩრდილებმა რომ შეჰფიცეს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი