ასფალტის სუნი
ისევ ვწერ, ანუ ისევ ისე ვისერავ სხეულს; სულის ტკივილმა იქნებ ერთხელ მაინც მოგიხმოს. ალბათ ეს ფიქირი არტერიული სისხლის ბრალია, რომ არარსებულ პაემანზე წვიმამ მოგვისწროს. ნაწარსულები, ნაწვიმარი ასფალტის სუნი… ნელა ჩამკიდებ ნეკს და თითქოს უნდა შევრიგდეთ. უცნობი სახლის აივანზე ქოთნის ყვავილებს გადააფარებ ჩემ მოსაცმელს, რომ არ შესცივდეთ.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი