ჭორფლები


შენი ტუჩები — თხელი, ვარდისფერი ტუჩები...
შენი თვალებით უშენობა რომ
გამითვალე.
და იქნებ სწორედ მე ის ნაკლი მიყვარდა შენში,
აღსარებისას საკუთარ თავსაც რომ დაუმალე.

იქნებ ოდესმე ტკივილისგან გადამავიწყდე.
შენზე დაწერილ ლექსებს მაინც ემახსოვრები.
ერთხელ მოუნდა ღმერთს, შემოდგომა რომ დაეხატა,
და შენ სახეზე ჩუმად მიმოფანტა ჭორფლები.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი