.....
შევხვდებით გომის დათოვლილ მთაზე, უკანასკნელი ღამის დასასრულს. შენ სხვის ჯიბეში გაითბობ ხელებს — მე შენ ღიმილში ვხედავ გაზაფხულს. და ასე ახლოს, შენთან და ღმერთთან, მე უშენობის ჯვარცმა მტკიოდა. შენ გრძნობდი წელზე მოხვეულ ხელებს, და მაინც, ნეტავ, რატომ გციოდა? შევხვდებით გომის დათოვლილ მთაზე, უკანასკნელი ღამის დასასრულს. გთხოვ, გამიღიმე — რადგან ვიცი, რომ ვერ მოვესწრები ამ წელს გაზაფხულს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი